1. 92(1)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტში მითითებული გარანტორი წარმოადგენს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე განსაზღვრულ მესამე პირს. გარანტორი დამტკიცებულ უნდა იქნეს იმ საბაჟო ორგანოების მიერ, რომლებიც ითხოვენ გარანტიას, იმ შემთხვევაში, თუ გარანტორი არ არის ევროკავშირის მოქმედი დებულებების შესაბამისად ევროკავშირში აკრედიტებული საკრედიტო დაწესებულება, ფინანსური დაწესებულება ან სადაზღვევო კომპანია.
2. გარანტორმა წერილობით უნდა აიღოს საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გარანტირებული ოდენობის გადახდის ვალდებულება.
3. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან გარანტორის ან გარანტიის სახეობის დამტკიცებაზე იმ შემთხვევაში, თუ მკაფიოდ ჩანს, რომ არც ერთი მათგანი არ უზრუნველყოფს საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის ოდენობის დადგენილ ვადებში გადახდა