1. სპეციალური პროცედურების ან დროებითი დასაწყობების პროცედურის კონტექსტში, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ქვემოთ მოცემულიდან ნებისმიერის გამოყენების დროებით აკრძალვის შესახებ:

(a) 95(2)-ე მუხლში მითითებული შემცირებული ოდენობის სრული საბაჟო გარანტია ან გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლება;

(b) 95-ე მუხლში მითითებული სრული საბაჟო გარანტია იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც მსხვილმასშტაბიან თაღლითურ ქმედებას დაქვემდებარებული.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტების გამოყენების შემთხვევაში, შემცირებული ოდენობისთვის სრული გარანტიის გამოყენების ან გარანტიის წარდგენისგან გათავისუფლების ან 95-ე მუხლში მითითებული სრული გარანტიის გამოყენების უფლებამოსილების მინიჭება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი პირი ასრულებს ქვემოთ მოცემული პირობებიდან ერთ-ერთს:

(a) ეს პირი დაადასტურებს, რომ მოცემულ საქონელთან მიმართებაში საბაჟო დავალიანება არ წარმოქმნილა იმ ოპერაციების დროს, რომლებიც ამ პირმა განახორციელა 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი წლის განმავლობაში;

(b) იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანებები წარმოიქმნა 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე ორი წლის განმავლობაში, შესაბამისმა პირებმა უნდა დაადასტურონ, რომ ეს დავალიანებები მოვალემ ან მოვალეებმა, ან გარანტორებმა განსაზღვრულ ვადაში სრულად გადაიხადეს.

დროებით აკრძალული სრული საბაჟო გარანტიის გამოყენებისთვის უფლებამოსილების მისაღებად, შესაბამისმა პირმა აგრეთვე უნდა შეასრულოს 39-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებ