1. გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის დავალიანების ოდენობა უნდა განსაზღვროს იმ ადგილზე პასუხისმგებელმა საბაჟო ორგანოებმა, სადაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, ან სადაც ითვლება, რომ აღნიშნული საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 87-ე მუხლის შესაბამისად, მაშინვე, როგორც კი მათ ხელთ ექნებათ საჭირო ინფორმაცია.
2. 48-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოები შესაძლოა დაეთანხმონ დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განსაზღვრულ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე.
3. იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის ოდენობა არ არის მთელი რიცხვი, ის შეიძლება დამრგვალდეს.
იმ შემთხვევაში, როცა პირველ აბზაცში მითითებული ოდენობა გამოსახულია ევროში, დამრგვალება შეიძლება მოხდეს მიმატების ან გამოკლების მეშვეობით, მისი მხოლოდ უახლოეს მთელ რიცხვამდე დამრგვალებით.
წევრ სახელმწიფოს, რომლის ვალუტა არ არის ევრო, შეუძლია შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით გამოიყენოს მეორე აბზაცის დებულებები ან დაუშვას გამონაკლისი ამ აბზაციდან იმ პირობით, თუ დამრგვალებაზე მოქმედი წესები უფრო მეტ ფინანსურ გავლენას არ მოახდენენ, ვიდრე მეორე აბზაცში მოცემული წეს