1. მოვალეს არ უნდა ეცნობოს ინფორმაცია საბაჟო დავალიანების შესახებ იმ თარიღიდან სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.

2. თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ისეთი ქმედების შედეგად, რომლის გამოც, მისი ჩადენის მომენტში, დაიწყო სისხლის სამართლის პროცესი, 1-ლი პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი პერიოდი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ ათ წლამდე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პერიოდები უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, როცა:

(a) სარჩელის შეტანა ხდება 44-ე მუხლის შესაბამისად; ეს შეჩერება გამოიყენება დაწყებული იმ თარიღიდან, როცა სარჩელი შეტანილ იქნა და გრძელდება სასარჩელო წარმოების განმავლობაში; ან

(b) საბაჟო ორგანოებმა 22(6)-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეატყობინონ მოვალეს ის მიზეზები, რომელთან დაკავშირებითაც ისინი აპირებენ საბაჟო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ეს შეჩერება მოქმედებს ამ შეტყობინების თარიღიდან იმ პერიოდის დასრულებამდე, რომლის განმავლობაშიც მოვალეს მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა.

4. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება აღდგება 116(7)-ე მუხლის შესაბამისად, 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული პერიოდები უნდა ჩაითვალოს შეჩერებულად იმ თარიღიდან, როცა ანაზღაურების ან გათავისუფლების თხოვნა წარდგენილ იქნა 121-ე მუხლის შესაბამისად, იმ თარიღამდე, როცა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ანაზღაურების ან გადასახადისგან გათავისუფლების შესახე