1. კომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) გარანტიის ოდენობის, 95(2)-ე და 95 (3)-ე მუხლში მითითებული შემცირებული ოდენობის ჩათვლით, განსაზღვრის მიზნით;

(b) 89-ე მუხლში მითითებული გარანტიის უზრუნველყოფასა და მონიტორინგთან დაკავშირებით, 94-ე მუხლში მითითებული, გარანტორის მიერ აღებული ვალდებულების გაუქმება და მათგან გათავისუფლება, და 98-ე მუხლში მითითებული გარანტიისგან გათავისუფლება;

(c) 96-ე მუხლში მითითებულ დროებით აკრძალვებთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

2. კომისიამ უნდა მიიღოს 96-ე მუხლში მითითებული ზომები განმახორციელებელი აქტების მეშვეობით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მოცემული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

ამ ზომებთან დაკავშირებული გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც სათანადოდ არის დასაბუთებული ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფინანსური ინტერესების დაცვის სწრაფად გაზრდის უზრუნველყოფის საჭიროებით, კომისიამ უნდა მიიღოს უშუალოდ გამოყენებადი განმახორციელებელი აქტები 285(5)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

თუ 285(1)-ე მუხლში მითითებული კომიტეტის დასკვნა მისაღებია წერილობითი პროცედურის მეშვეობით, გამოიყენება 285(6)-ე მუხლი.

თავი 3

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის ზღვევინება, გადახდა, ანაზღაურება და მისგან გათავისუფლება

სექცია 1

იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრა, საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება და ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერის გაკეთე