1. 89(5)-ე მუხლში მითითებული უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას:
(a) ისინი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე;
(b) ისინი აკმაყოფილებენ 39-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს;
(c) ისინი არიან გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაციების მუდმივი მომხმარებლები ან დროებითი სასაწყობე სათავსების ოპერატორები, ან ისინი ასრულებენ 39-ე მუხლის (d) ქვეპუნქტში მოცემულ კრიტერიუმებს.
2. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სრული საბაჟო გარანტიის უზრუნველყოფა საბაჟო დავალიანების და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მიეცეს უფლება გამოიყენოს სრული გარანტია შემცირებული ოდენობით, ან გათავისუფლდეს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან იმ პირობით, თუ ის ასრულებს 39-ე მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებში მოცემულ კრიტერიუმებს.
3. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა სრული გარანტიის უზრუნველყოფა საბაჟო დავალიანების და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი, მიმართვის შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს სრული საბაჟო გარანტია შემცირებული ოდენობით.
4. მე-3 პუნქტში მითითებული სრული საბაჟო გარანტია შემცირებული ოდენობით უნდა იყოს გარანტიის უზრუნველყოფის ეკვივალენტურ