კომისიას უნდა მიენიჭოს დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება 284-ე მუხლის შესაბამისად, რათა განისაზღვროს შემდეგი:

(a) 89(8)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული კონკრეტული შემთხვევები, როცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისთვის გარანტია საჭირო არაა;

(b) 92(1)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებული გარანტიის ფორმა და 94-ე მუხლში მითითებულ გარანტორთან დაკავშირებული წესები;

(c) სრული საბაჟო გარანტიის შემცირებული ოდენობით გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების ან 95(2)-ე მუხლში მითითებულ გარანტიაზე უარის თქმის პირობები;

(d) გარანტიისგან გათავისუფლების ვადებ