1. საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალეს უნდა ეცნობოს იმ ადგილზე განსაზღვრული ფორმით, სადაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა ან ითვლება, რომ წარმოიქმნა 87-ე მუხლის შესაბამისად.

პირველ აბზაცში მითითებული შეტყობინება არ უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

(a) როცა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის საბოლოო განსაზღვრის წინ შემოღებულ იქნა კომერციული პოლიტიკის დროებითი ღონისძიებები გადასახადის ფორმით;

(b) როცა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა აღემატება 33-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განსაზღვრულ ოდენობას;

(c) როცა თავდაპირველი გადაწყვეტილება საბაჟო დავალიანების შესახებ შეუტყობინებლობაზე ან შეტყობინებაზე იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობით იმ მოცულობით, რომელიც ნაკლებია გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობაზე, მიღებულ იქნა იმ ზოგადი დებულებების საფუძველზე, რომლებმაც მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალა დაკარგეს;

(d) როცა საბაჟო ორგანოები საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლდებიან საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისგან.

2. იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა შეესაბამება საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებულ თანხას, საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის გაშვება მოვალისთვის საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინების ეკვივალენტურია.

3. იმ შემთხვევაში, როცა არ გამოიყენება მე-2 პუნქტი, საბაჟო ორგანოებმა საბაჟო დავალიანების შესახებ მოვალეს უნდა შეატყობინონ, როცა მათ შეუძლიათ განსაზღვრონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა და მიიღონ გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება ხელს შეუშლის სისხლის სამართლის გამოძიებას, საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ გადაავადონ ეს შეტყობინება მანამ, სანამ ის სისხლის სამართლის გამოძიებას ხელს აღარ შეუშლის.

4. იმ პირობით, თუ წარმოდგენილია გადახდის გარანტია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ პერიოდში ერთი და იგივე პირის მიმართ გაშვებულ ყველა საქონელთან დაკავშირებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მთლიანი ოდენობის შესაბამისი საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ამ პერიოდის დასასრულს. საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 31 დღე