1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება სასაქონლო ოპერაციისთვის საქონლის საბაჟო დეკლარაციის მიღების შედეგად, დროებითი შემოტანის გარდა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებით, ან იმ სხვა ნებისმიერი მოქმედების შედეგად, რომელსაც აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ასეთ შემოტანას, საბაჟო ორგანოებმა საქონლის გაშვებიდან 14 დღის განმავლობაში ანგარიშებზე უნდა შეიყვანონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა.
თუმცა, თუ წამოდგენილია გადახდის გარანტია, საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 31 დღეს, ერთი და იგივე პირის მიმართ გაშვებულ ყველა საქონელთან დაკავშირებული იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მთლიანი ოდენობა შეიძლება დაიფაროს ამ პერიოდის დასასრულს ერთი ჩანაწერის მეშვეობით. ანგარიშებზე ასეთი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს მოცემული პერიოდის ამოწურვიდან 14 დღის განმავლობაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გაშვება ხდება გარკვეული პირობებით, რომლებიც არეგულირებენ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას ან მის აკრეფას, ანგარიშებზე შესაბამისი ინფორმაციის შეტანა უნდა მოხდეს იმ დღიდან 14 დღის განმავლობაში, როცა განისაზღვრა იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის გადასახდელი ოდენობა ან როცა დადგინდა ამ გადასახადის გადახდის ვალდებულება.
თუმცა, თუ საბაჟო დავალიანება უკავშირდება კომერციული პოლიტიკის იმ დროებით ღონისძიებას, რომელიც გადასახადის ფორმას იღებს, გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის შესახებ ჩანაწერი შეყვანილ უნდა იქნეს ბუღალტრულ ანგარიშებზე „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ იმ რეგულაციის გამოქვეყნების თარიღიდან ორი თვის ვადაში, რომელიც აწესებს კომერციული პოლიტიკის კონკრეტულ ღონისძიებას.
3. თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ გარემოებებში, რომლებიც არაა გათვალისწინებული 1-ლი პუნქტით, გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანილ უნდა იქნეს იმ თარიღიდან 14 დღის განმავლობაში, როცა საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის მოცემული ოდენობის განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება.
4. მე-3 პუნქტი გამოიყენება იმპორტის ან ექსპორტის ამოსაღები ან ამოუღებელი ოდენობის მიმართ იმ შემთხვევაში, როცა გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანილ იქნა 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ან განისაზღვრა და ანგარიშებში შეყვანილ იქნა გადასახდელ თანხაზე უფრო დაბალი ოდენობით.
5. 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანის ვადები არ გამოიყენება გაუთვალისწინებელ ან ფორს მაჟორულ გარემოებებში.
6. ბუღალტრულ ანგარიშებზე შეყვანა შეიძლება გადავადდეს 102(3)-ე მუხლის მეორე აბზაცში მითითებულ შემთხვევაში მანამ, სანამ საბაჟო დავალიანების შესახებ შეტყობინება სისხლის სამართლის გამოძიებას ხელს არ უშლი