1. 101-ე პუნქტში მითითებულმა საბაჟო ორგანოებმა თავიანთ ანგარიშებზე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა შეიტანონ გადასახდელი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის თანახმად.
პირველი აბზაცი არ გამოიყენება 102(1)-ე მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საბაჟო ორგანოებმა ბუღალტრულ ანგარიშებზე არ უნდა შეიყვანონ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ის ოდენობები, რომლებიც, 103-ე მუხლის მიხედვით, შეესაბამება იმ საბაჟო დავალიანებას, რომლის შესახებაც მოვალეს ვეღარ ეცნობება.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ პრაქტიკული პროცედურები ანგარიშებზე იმპორტისა ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების შესაყვანად. ეს პროცედურები შეიძლება განსხვავებული იყოს, იქიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, საბაჟო ორგანოებს აკმაყოფილებს თუ არა ის გადასახდელი ოდენობებ