1. წინამდებარე თავი ეხება როგორც წარმოქმნილი საბაჟო დავალიანების, აგრეთვე იმ საბაჟო დავალიანების გარანტიებს, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოები მოითხოვენ გარანტიის უზრუნველყოფას პოტენციური ან არსებული საბაჟო დავალიანებისთვის, ამ გარანტიით უნდა დაიფაროს იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობა და სხვა დანარჩენი გადასახდელი გადასახადები საქონლის იმპორტთან ან ექსპორტთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა:

(a) ეს გარანტია გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში მოსაქცევად; ან

(b) ეს გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში.

ის გარანტია, რომელიც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ წევრი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ, სადაც მისი გამოყენებაა საჭირო, ძალაშია მხოლოდ ამ წევრ სახელმწიფოში და მან უნდა დაფაროს, მინიმუმ იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობა.

3. იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო ორგანოები მოითხოვენ გარანტიის წარდგენას, ის მოთხოვნილ უნდა იქნეს მოვალისგან ან იმ პირისგან, რომელიც შეიძლება გახდეს მოვალე. მათ აგრეთვე შეიძლება დაუშვან გარანტიის იმ პირის მიერ წარდგენა, რომელიც არ არის ის პირი, რომლისგანაც ეს გარანტია მოითხოვება.

4. 97-ე მუხლის დაურღვევლად, საბაჟო ორგანოებმა უნდა მოითხოვონ მხოლოდ ერთი გარანტიის წარდგენა კონკრეტულ საქონელთან ან კონკრეტულ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

კონკრეტული დეკლარაციისთვის წარდგენილი გარანტია გამოიყენება საბაჟო დავალიანების და ყველა საქონლის საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელის ოდენობის მიმართ, რომლებიც გადაიხდება ან რომლისგანაც ხდება გათავისუფლება მოცემული დეკლარაციით, იმის მიუხედავად, ეს დეკლარაცია სწორია თუ არა.

თუ გარანტია არ გაიცემა, ის შეიძლება აგრეთვე იქნეს გამოყენებული დაზღვეული თანხის ფარგლებში, იმპორტისა ან ექსპორტის გადასახადის ოდენობების ან ამ საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების შემდეგ გადასახდელი სხვა ხარჯების ამოსაღებად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოებს, 95(1), (2) და (3)-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ გასცენ სრული გარანტიის უზრუნველყოფის უფლებამოსილება ორ ან მეტ ოპერაციასთან, დეკლარაციასთან ან სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით, საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის დასაფარად.

6. საბაჟო ორგანოებმა უნდა მოახდინონ გარანტიის მონიტორინგი.

7. გარანტია არ მოეთხოვება სახელმწიფოებს, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს და იმ სხვა ორგანოებს, რომლებიც რეგულირდებიან საჯარო სამართლით, იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი მონაწილეობენ ხელისუფლების ორგანოების რანგში.

8. გარანტია არაა საჭირო ქვემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში:

(a) როცა ხდება საქონლის გადატანა მდინარე რაინზე, მის საწყალოსნო გზებზე, მდინარე დუნაიზე ან მის საწყალოსნო გზებზე;

(b) სტაციონალური სატრანსპორტო საშუალებით გადატანილი საქონლის შემთხვევაში;

(c) კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საქონელი ექცევა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში;

(d) 233(4)-ე მუხლის (e) ქვეპუნქტში მითითებული გამარტივებული მიდგომის გამოყენებით ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის სატრანზიტო ოპერაციაში განთავსების და ევროკავშირის პორტებსა ან ევროკავშირის აეროპორტებს შორის საზღვაო ან საჰაერო გზით გადატანის შემთხვევაში.

9. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უარი თქვან გარანტიის წარდგენის მოთხოვნაზე იმ შემთხვევაში, როცა ექსპორტის ან იმპორტის გადასახადის დაზღვეული ოდენობა არ აღემატება დეკლარაციებისთვის იმ სტატისტიკური მნიშვნელობის ზღვარს, რომელიც დადგენილია „არაწევრ ქვეყნებთან გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული გაერთიანების სტატისტიკური მონაცემების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის რეგულაციის (EC) No 471/2009/EC[4] მე-3(4) მუხლშ