1. ექსპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონლის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება ექსპორტზე წარმოიქმნება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პირობასთან შეუსაბამობის შედეგად:
(a) საქონლის გასვლასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი ვალდებულება;
(b) პირობები, რომელთა თანახმადაც არსებობდა საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანის ნებართვა ექსპორტის გადასახადის გადახდისგან სრული ან ნაწილობრივი გათავისუფლებით.
2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ დროს:
(a) როცა საქონელი რეალურად იქნა გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო დეკლარაციის გარეშე;
(b) როცა საქონელმა მიაღწია დანიშნულების პუნქტს, გარდა იმ პუნქტისა, რომელთან მიმართებაშიც ნებადართული იყო საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ექსპორტის გადასახადის გადახდისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებით;
(c) თუ საბაჟო ორგანოები ვერ შეძლებენ (b) ქვეპუნქტში მითითებული დროის დადგენას, იმის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის ვადის ამოწურვა, რომ შესრულდა ის პირობები, რომლებითაც საქონელს უწესდება შეღავათიანი ტარიფი.
3. 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მოვალე უნდა იყოს ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი:
(a) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
(b) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ შესაბამისი ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება;
(c) ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილებოდა ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია ვალდებულების შეუსრულებლობა და რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო დეკლარაცია არ წარუდგენიათ, მაგრამ უნდა წარედგინათ.
4. 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მოვალე არის ის ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვება იმ პირობების შესრულება, რომელთა თანახმადაც ნებადართული იყო საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან, ექსპორტის გადასახადის სრულად ან ნაწილობრივ შეღავათიანი ტარიფით გადახდით.
სექცია 3
იმპორტზე და ექსპორტზე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების საერთო დებულებე