1. საბაჟო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, 79(1)-ე მუხლის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელთან დაკავშირებით ამ საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო იმპორტის გადასახდელის შემცირებული განაკვეთით, თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის გაშვების დროს გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გამოაკლდეს საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას.

პირველი აბზაცი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ამ საქონლის განადგურების შედეგად წარმოქმნილ ჯართთან და ნარჩენებთან მიმართებაში.

2. საბაჟო დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, 79(1)-ე მუხლის შესაბამისად დროებითი შემოტანის ოპერაციაში მოქცეულ საქონელთან დაკავშირებით, რომლისთვისაც დაწესებულია იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება, ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლებში გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა უნდა გამოაკლდეს საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას.

სექცია 2

საბაჟო დავალიანება ექსპორტ