1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრი საქონელის შემთხვევაში, საბაჟო დავალიანება იმპორტზე წარმოიქმნება საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შედეგად ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთის მეშვეობით:
(a) ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეტანასთან, მასზე საბაჟო ზედამხედველობის მოხსნასთან, ან ამ საქონლის ამ ტერიტორიაზე გადაადგილებასთან, დამუშავებასთან, დასაწყობებასთან, დროებით დასაწყობებასთან, დროებით შემოტანასთან ან განთავსებასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება;
(b) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება;
(c) ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელს სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის, ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით გადასახადისგან გათავისუფლების ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის დაშვების მარეგულირებელი პირობა.
2. საბაჟო დავალიანება წარმოიშობა ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთ დროს:
(a) როდესაც ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა წარმოქმნის საბაჟო დავალიანებას, არ სრულდება ან აღარ სრულდება;
(b) როდესაც საბაჟო დეკლარაცია მიიღება საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად იმ შემთხვევაში, როცა მოგვიანებით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა ის პირობა, რომელიც არეგულირებს საქონლის ამ ოპერაციაში მოქცევას ან გადასახადისგან გათავისუფლებას ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის დაწესების უფლების მინიჭებას საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით.
3. 1-ლი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვალე უნდა იყოს ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი:
(a) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
(b) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულება არ შესრულდა და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა აღნიშნული ვალდებულება ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ მოქმედებაში, რომელმაც გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობა;
(c) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა ან ფლობდა მოცემულ საქონელს და რომელმაც საქონლის შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა.
4. 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოვალე არის პირი, რომელსაც მოეთხოვება შეასრულოს ის პირობები, რომლებიც არეგულირებს საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას, ან ამ სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საბაჟო დეკლარირებას ან გადასახადისგან გათავისუფლების, ან იმპორტის გადასახადის შემცირებული განაკვეთის უფლების მინიჭებას საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების მეშვეობით.
იმ შემთხვევაში, როცა დგება საბაჟო დეკლარაცია 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებულ ერთ-ერთ სასაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით, და საბაჟო ორგანოებს წარედგინება საბაჟო კანონმდებლობით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მარეგულირებელ პირობებს, რაც იწვევს იმპორტის მთლიანი გადასახადის ან მისი ნაწილის არ აკრეფას, პირი, რომელმაც წარადგინა საბაჟო დეკლარაციის შესადგენად საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო, აგრეთვე წარმოადგენს მოვალე