1. 203-ე მუხლი ვრცელდება დამუშავებულ პროდუქტებზე, რომელთა თავდაპირველი რეექსპორტიც მოხდა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურის შემდეგ.

2. დეკლარაციის წარმდგენი პირის მიერ განაცხადით მიმართვისა და მის მიერ აუცილებელი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის ოდენობა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე უნდა განისაზღვროს 86(3)-ე მუხლის შესაბამისად. რეექსპორტის დეკლარაციის მიღების თარიღი უნდა ჩაითვალოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების თარიღად.

3. 203-ე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება არ უნდა დაიშვას დამუშავებულ პროდუქტზე, რომლის ექსპორტიც მოხდა 233(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ არანაირი საქონელი არ გაივლის საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურა