კომისიამ, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, უნდა განსაზღვროს პროცედურული ნორმები:

(a) 197-ე მუხლის თანახმად საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით;

(b) 198(1)-ე მუხლის თანახმად საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებით;

(c) 199-ე მუხლის თანახმად საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 285(4)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

კარი VI

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება

თავი 1

თავისუფალ მიმოქცევაში გაშვე