1. საბაჟო ორგანოებმა უნდა მიიღონ ნებისმიერი აუცილებელი ზომა კონფისკაციის, გაყიდვის ან განადგურების ჩათვლით, შემდეგ შემთხვევებში საქონლის განსაკარგად:
(a) როცა არ სრულდება საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონლის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით, ან წყდება საბაჟო ზედამხედველობა საქონელზე;
(b) როცა შეუძლებელია საქონლის გაშვება რომელიმე შემდეგი მიზეზის გამო:
(i) დეკლარაციის წარმდგენ პირთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე შეუძლებელია საქონლის შემოწმების წამოწყება ან გაგრძელება საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილ ვადებში;
(ii) დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც უნდა მოხდეს საქონლის მოთხოვნილ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე ან საქონლის გაშვებამდე, არ იქნა წარდგენილი;
(iii) ანგარიშსწორება ან გარანტია, რომელიც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ან წარდგენილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადთან დაკავშირებით, სიტუაციიდან გამომდინარე, არ იქნა უზრუნველყოფილი ან წარდგენილი დადგენილ ვადებში;
(iv) საქონელი ექვემდებარება აკრძალვებს ან შეზღუდვებს.
(c) როცა საქონელი არ წაღებულა გაშვების შემდეგ გონივრულ ვადებში;
(d) როცა გაშვების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქონელს არ დაუკმაყოფილებია გაშვების პირობები; ან
(e) როცა ხდება საქონლის სახელმწიფოსთვის გადაცემა 199-ე მუხლის შესაბამისად.
2. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც გადაეცა სახელმწიფოს, რომელსაც ყადაღა დაედო ან რომლის კონფისკაციაც მოხდა, შეიძლება ჩაითვალოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეულად. ის აღრიცხულ უნდა იქნეს საბაჟო დასაწყობების ოპერატორის დოკუმენტებში ან, თუ მას ფლობს საბაჟო ორგანო, ამ უკანასკნელის მიერ.
როცა საქონელი, რომლის განადგურებაც, სახელმწიფოსთვის გადაცემა, დაყადაღება ან კონფისკაცია უნდა მოხდეს, უკვე ექვემდებარება საბაჟო დეკლარაციას, დოკუმენტები უნდა მოიცავდეს მითითებას საბაჟო დეკლარაციაზე. საბაჟო ორგანოებმა ბათილად უნდა სცნონ საბაჟო დეკლარაცია.
3. 1-ლ პუნქტში მითითებული ღონისძიებების ხარჯები უნდა დაეკისროს:
(a) 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, ნებისმიერი პირს, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულებების შესრულება და, რომელმაც საქონელზე შეწყვიტა საბაჟო ზედამხედველობა;
(b) 1-ლი პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, დეკლარაციის წარმდგენ პირს;
(c) 1-ლი პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, პირს, რომელსაც მოეთხოვება საქონლის გაშვების პირობების დაცვა;
(d) 1-ლი პუნქტის (e) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევბში, პირს, რომელიც საქონელს სახელმწიფოს გადასცემ