1. საბაჟო ორგანოებმა ან, როცა მიზანშეწონილია, საბაჟო ორგანოების მიერ უფლებამოსილმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა მიიღონ საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ზომები, როცა იდენტიფიკაცია საჭიროა, რათა უზრუნველყონ იმ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი დებულებების შესრულება, რომლისთვისაც მოხდა საქონლის დეკლარირება.

ამ საიდენტიფიკაო ზომებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი იურიდიული ძალა ევროკავშირის მთელს საბაჟო ტერიტორიაზე.

2. საქონელზე მიმაგრებული საიდენტიფიკაციო საშუალება, შეფუთვა და ტრანსპორტირების საშუალებები უნდა იქნეს მოხსნილი ან განადგურებული მხოლოდ საბაჟო ორგანოების მიერ ან, საბაჟო ორგანოების მიერ უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორების მიერ, თუ გაუთვალისწინებელი ან ფორსმაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, მათი მოხსნა ან განადგურება აუცილებელია საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალების დასაცავა