1. როცა ხდება საბაჟო დეკლარაციით დაფარული საქონლის მხოლოდ ნაწილის შემოწმება ან ნიმუშების აღება, ნაწილობრივი გასინჯვის ან ნიმუშების ანალიზის ან შემოწმების შედეგები წაღებულ უნდა იქნეს იმავე დეკლარაციით გათვალისწინებული ყველა საქონლისთვის მისასადაგებლად.

თუმცა დეკლარაციის წარმდგენმა პირმა შეიძლება მოითხოვოს საქონლის შემდგომი შემოწმება ან ნიმუშების აღება თუკი ჩათვლის, რომ ნაწილობრივი შემოწმების ან აღებული ნიმუშების ანალიზის ან შემოწმების შედეგები არასწორია დეკლარირებული საქონლის დარჩენილ ნაწილთან მიმართებაში. თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი არ გაშვებულა ან, გაშვების შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმდგენი პირი დაამტკიცებს, რომ ის არანაირად არ შეცვლილა.

2. 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, როცა საბაჟო დეკლარაცია მოიცავს ერთ ან მეტ მუხლში გაერთიანებულ საქონელს, თითოეულ მუხლში გაერთიანებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემები უნდა ითვლებოდეს ცალკეულ დეკლარაცია