1. საქონლის ტრანსპორტირება ადგილებში, სადაც ის უნდა შემოწმდეს და აღებულ იქნეს მისი ნიმუშები, და საქონლის ყველანაირი განკარგვა, რაც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი შემოწმების ან ნიმუშების აღების შედეგად, უნდა განხორციელდეს დეკლარაციის წარმდგენი პირის პასუხისმგებლობით. გაწეული ხარჯები უნდა დაეკისროს დეკლარაციის წარმდგენ პირს.

2. დეკლარაციის წარმდგენ პირს გააჩნია უფლება იმყოფებოდეს ან ვინმეს მიერ იყოს წარმოდგენილი საქონლის შემოწმების და ნიმუშების აღების დროს. თუ საბაჟო ორგანოებს გააჩნიათ გონივრული საფუძველი ამის გასაკეთებლად, მათ შეიძლება მოსთხოვონ დეკლარაციის წარმდგენ პირს იმყოფებოდეს ან ვინმეს მიერ იყოს წარმოდგენილი საქონლის შემოწმების ან ნიმუშების აღების დროს, რათა მან უზრუნველყოს ასეთი შემოწმების ჩასატარებლად ან ნიმუშთა ასაღებად საჭირო დახმარება.

3. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების აღება ხდება მოქმედი სამართლის ნორმების მიხედვით, საბაჟო ორგანოები არ არიან პასუხისმგებელნი არანაირი კომპენსაციის გადახდზე აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ეკისრებათ მათი ანალიზისა და შემოწმების ხარჯების გადახდ