1. თუ სრულდება საქონლის მიერ შესაბამისი პროცედურის გავლის პირობები და იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი შეზღუდვაა გამოყენებული და საქონელი არ ექვემდებარება არანაირ აკრძალვას, საბაჟო ორგანოებმა უნდა გაუშვან საქონელი, როგორც კი მოხდება საბაჟო დეკლარაციის მონაცემების ვერიფიკაცია ან ვერიფიკაციის გარეშე მიღება.
პირველი აბზაცი ასევე გამოიყენება თუ 188-ე მუხლით გათვალისწინებული ვერიფიკაცია ვერ სრულდება დროის გონივრულ მონაკვეთში და ვერიფიკაციის მიზნებისთვის აღარ არის საჭირო საქონლის ადგილზე ყოფნა.
2. ერთი და იგივე დეკლარაციით დაფარული ყველა საქონელი გაშვებულ უნდა იქნეს ერთსა და იმავე დროს.
პირველი აბზაცის მიზნებისთვის, როცა საბაჟო დეკლარაცია მოიცავს ორ ან მეტ მუხლში გაერთიანებულ საქონელს, თითოეულ მუხლში გაერთიანებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემები უნდა ითვლებოდეს ცალკეულ დეკლარაცია