1. როცა ხდება შიდა გადამუშავებით მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, და იმპორტის გადასახადის დაანგარიშება ხდება 86(3)-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაყენებელი კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები უნდა იყოს იმ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შესაბამისი, რომელმაც გაიარა შიდა გადამუშავება.
2. 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება ნარჩენებზე.
3. როცა ხდება შიდა გადამუშავებით მოპოვებული გადამუშავებული პროდუქტის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, და იმპორტის გადასახადის დაანგარიშება ხდება 85(1)-ე მუხლის შესაბამისად, კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, რომლებიც ვრცელდება ამ საქონელზე, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა შიდა გადამუშავებში მყოფი საქონელი ექვემდებარება ასეთ ღონისძიებებს.
4. როცა ევროკავშირის კანონმდებლობა აწესებს კომერციული პოლიტიკის ღონისძიებებს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებასთან დაკავშირებით, ასეთი ღონისძიებები არ უნდა ეხებოდეს გადამუშავებულ პროდუქტს, რომლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც მოხდა საბაჟო ტერიტორიის გარეთ დამუშავების შემდეგ, როცა:
(a) დამუშავებული საქონელი ინარჩუნებს ევროკავშირის საქონლის წარმომავლობას მე-60 მუხლში მოცემული მნიშვნელობით;
(b) დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ მოიცავს აღდგენას 261-ე მუხლში მითითებულ სტანდარტული მიმოცვლის სისტემის ჩათვლით; ან
(c) დამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ მოჰყვება დამუშავების შემდგომ ოპერაციებს 258-ე მუხლის შესაბამისად.
იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება
სექცია 1
დაბრუნებული საქონე