1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც თავდაპირველად ექსპორტირებულ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი, ამ ტერიტორიაზე ბრუნდება სამი წლის ვადაში და ცხადდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულად, შესაბამისი პირის მიერ განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, უნდა გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან.
პირველი აბზაცი გამოიყენება მაშინაც, როცა დაბრუნებული საქონელი წარმოადგენს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან უკვე ექსპორტირებული საქონლის ნაწილს.
2. 1-ლ პუნქტში მითითებული სამ წლიანი პერიოდი შეიძლება გადაცილებულ იქნეს განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინების მიზნით.
3. როცა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის წინ დაბრუნებული საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში უბაჟოდ ან იმპორტისა და ექსპორტის გადასახადის შემცირებული ტარიფით კონკრეტული მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების გამო, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადასახადების გადახდისგან გათავისუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში უნდა გაიშვას ერთი და იგივე მიზნობრივი დანიშნულებით გამოსაყენებლად.
როცა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება, რომლისთვისაც უნდა მოხდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ერთი და იგივე აღარაა, იმპორტის გადასახადის ოდენობას უნდა გამოაკლდეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში პირველად გაშვებისას შეგროვებული თანხის ოდენობა. თუკი ეს უკანასკნელი აღემატება დაბრუნებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად დაწესებულ თანხას, გადახდა არ უნდა იქნეს დაშვებული.
4. თუ 154-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონელი კარგავს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის სტატუსს და შემდეგ ხდება მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, გამოყენებული უნდა იქნეს 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები.
5. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ მაშინ, თუ საქონელი ბრუნდება იმ სახელმწიფოში, საიდანაც მოხდა მისი ექსპორტირება.
6. იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იქნეს გათავისუფლების პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციი