1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, რომელიც განკუთვნილია ევროკავშირის ბაზარზე გასატანად ან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე კერძო გამოყენებისა თუ მოხმარებისთვის, გაშვებული უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში.

2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი:

(a) ნებისმიერი საჭირო იმპორტის გადასახადის შეგროვება;

(b) საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა გადასახადების შეგროვება, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ გადასახადების შეგროვებასთან დაკავშირებით მოქმედი სხვა შესაბამისი სამართლის ნორმებით;

(c) კომერციული პოლიტიკური ღონისძიებების, აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენება თუ არ არის საჭირო მათი უფრო ადრეულ სტადიაზე გამოყენება; და

(d) საქონლის იმპორტთან დაკავშირებული სხვა ფორმალობების შესრულება.

3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელს ანიჭებს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუს