მუხლი 45. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
თავი VI — საქონლის საბაჟო ღირებულება
1. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ფასი. თუ მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება პროგრამის მატარებლის ღირებულებისგან განცალკევებული არ არის, პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 38-ე–44-ე მუხლების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის მიზნისთვის „პროგრამული უზრუნველყოფის მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს და მსგავს მოწყობილობებს, აგრეთვე ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება აღნიშნული სქემები და მოწყობილობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…ურთიერთობებზე ვრცელდებოდა კვლავ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებები და ამ პერიოდში გამოცემული ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობაც განხილული უნდა ყოფილიყო ამ კოდექსთან მიმართებაში. 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელსაც საქონელი შემოჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებული იყო საქართველოს საბაჟო…
…განმარტა, რომ ე. ჰ-ი გახდა ის პირი, რომელმაც იკისრა უკვე რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემდგომი ტრანსტორტირება და შესაბამისად მასზე და არა მოსარჩელე შპს “...-ზე” ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები. ამასთან შპს “...”, როგორც პირი, რომლის საქონელიც მოექცა რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში, განთავისუფლდა…
…დეკლარაციის მიხედვით წარმოდგენილი საქონლის ბრუტო და ნეტო წონები არ დაემთხვა რეალობას. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 253-ე მუხლი. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლით მოწესრიგებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების წესი. საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი მიტანილი…
საქმე №3გ/ად-176-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2001
…თანახმად, სს «ი-ი» დაჯარიმდა ადმინისტრაციული სახდელით – 500 ლარით, რის შემდეგაც 1999 წლის 26 აპრილს გაფორმდა საბაჟო დეკლარაციები ¹0338; ¹0339 და გატანილი ტუალეტის ქაღალდის დამამზადებელი ხაზი მოექცა ექსპორტის რეჟიმში, თანახმად საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლისა (ს. ფ. 134-135) საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მიერ ს.ს. «ი-ს» კამერალური წესით შემოწმების შემდეგ, 1999 წლის 26…