მუხლი 46. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის გამარტივებული წესი
თავი VI — საქონლის საბაჟო ღირებულება
თუ დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შეუძლებელია ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასის ან ელემენტების (რომლებიც შეიტანება ან არ შეიტანება საქონლის საბაჟო ღირებულებაში) ღირებულების რაოდენობრივი შეფასება, საბაჟო ორგანომ დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს ამ ფასის ან ელემენტების ღირებულების სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების უფლება. აღნიშნული ღირებულების სპეციალური კრიტერიუმებით შეფასების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
წიგნი III
საბაჟო ვალდებულება და იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია
თავი VII. საბაჟო ვალდებულების წარმოშო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. გ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტების მიერ მითითებულ სამართლებრივ საკითხებზე, არ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 46-ე მუხლი, არასწორად განმარტა 233-ე მუხლი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. კასატორის – შემოსავლების სამსახურის მითითებით,…
…ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ადრე შემოტანილი საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების გაუტანლობისათვის. სასამართლოს განმარტებით, დარღვეულ იქნა ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 თავის მოთხოვნები და ამავე კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, პირი რომელმაც დროებით გაიტანა საქონელი და არ დააბრუნა დადგენილ ვადაში, პასუხს არ აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ…