მე-2 მუხლის (წარმოშობის მქონე საქონელი) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემდეგი საქონელი ჩაითვლება, როგორც მთლიანად მიღებული ან წარმოებული მხარეში:

მხარეში დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი ცხოველები;

(a) ქვეპუნქტში მითითებული ცოცხალი ცხოველებიდან მიღებული საქონელი;

მხარეში გაზრდილი, მომკილი, აღებული ან შეგროვებული მცენარე, ბოსტნეული, ხილი და სხვა ბოსტნეული პროდუქტები;

მხარეში განხორციელებული ნადირობით, ხაფანგით  დაჭერით, თევზაობით, აკვაკულტურით, შეგროვებით ან დაჭერით მიღებული საქონელი;

მინერალები და სხვა ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებსაც არ შეიცავს ზემოხსენებული (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტები და რომლებიც მოპოვებული ან მიღებულია მისი ნიადაგიდან, წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან.

საქართველოს ტერიტორიული წყლების, ჰონგ კონგ, ჩინეთის წყლებისა და სხვა  ნებისმიერი არახელშემკვრელი მხარის ტერიტორიული წყლების გარეთ წყლებიდან, ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგიდან მოპოვებული საქონელი, იმ შემთხვევაში, თუ მხარეს აქვს ამგვარი წყლების, ზღვის ფსკერის ან ზღვის ფსკერის ქვეშ ქვენიადაგის ექსპლუატაციის უფლება, შესაბამისი საერთაშორისო შეთახმებების თანახმად, რომლის მხარესაც წარმოადგენს აღნიშნული მხარე;

მხარეში რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ან მხარის მიერ ლიცენზირებული ხომალდის მიერ ჰონგ კონგ, ჩინეთის წყლების გარედან და საქართველოს ტერიტორიული წლების გარედან მიღებული საზღვაო თევზჭერის საქონელი და სხვა საზღვაო პროდუქტები;

მხარეში რეგისტრირებული და ამ მხარის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ქარხნის მიერ დამუშავებული ან დამზადებული საქონელი, რომლებიც ექსკლუზიურადაა მიღებული (g) ქვეპუნქტში მითითებული საქონლიდან;

მხარეში გადამუშავების შედეგად მიღებული ჯართი და ნარჩენები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად;

იქ მოპოვებული გამოყენებული საქონელი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად; და

მხარეში მთლიანად წარმოებული საქონელი, რომლებიც ექსკლუზიურადაა მიღებული (a)-დან (j)-მდე ქვეპუნქტებში მითითებული საქონლიდა