1. ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ თავიანთი საბაჟო პროცედურებისა და წესების პროგნოზირებადობას, თანამიმდევრულობასა და გამჭირვალობას.

2. ხარჯებისა და ვაჭრობაში გაუმართლებელი შეფერხებების შემცირების მიზნით, მხარეები გამოიყენებენ ეფექტიან საბაჟო პროცედურებს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ემყარება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის სტანდარტებსა და რეკომენდირებულ წესებს, მათ შორის, „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ გადასინჯული საერთაშორისო კონვენციის (კიოტოს გადასინჯული კონვენციის) პრინციპებს.

3. მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობის სფეროში აუცილებელი კონტროლის ზომებს, ფორმალობებს და დოკუმენტებს მხარეები დაიყვანენ იმ ოდენობამდე, რომელიც აუცილებელია და საჭიროა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რითაც მაქსიმალურად გაამარტივებენ შესაბამის პროცედურებს.

4. თითოეული მხარის საბაჟო ადმინისტრაცია პერიოდულად გადასინჯავს თავის საბაჟო პროცედურებს მათი გამარტივების შესაძლებლობათა შესწავლისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშესაწყობად ორმხრივად ხელსაყრელი მექანიზმების გაუმჯობესების მიზნი