1. თავიანთი კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებით ნებადართულ ფარგლებში, ორივე მხარის საბაჟო ადმინისტრაციები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას შემდეგ სფეროებში:
(a) წინამდებარე თავის განხორციელება და ამოქმედება;
(b) საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს მთავარ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების დებულებათა გამოყენება; და
(c) ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელზეც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.
2. თითოეული მხარე შეეცდება მეორე მხარეს დროულად აცნობებს თავის საბაჟო კანონებში, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და პროცედურებში შეტანილი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლია არსებითი ზემოქმედება იქონიოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედებაზ