1. მხარე, რომელიც იწყებს დაცვით ზომებთან დაკავშირებულ მოკვლევას, აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული მოკვლევის დაწყების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია არსებითი ეკონომიკური ინტერესი.
2. ამ შეთანხმების 37-ე მუხლის გათვალისწინების გარეშე, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაცვით ზომებთან დაკავშირებული მოკვლევის დამწყები მხარე, რომელიც მიზნად ისახავს დაცვითი ზომების დაწესებას, დაუყოვნებლივ წარმოადგენს წერილობით შეტყობინებას ყველა იმ სათანადო ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ეხება დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყებასა და დაცვითი ზომების დაწესებას და აგრეთვე, სადაც საჭიროა, წარმოადგენს ინფორმაციას დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყების შესახებ, დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დროებითი და საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე მისცემს მეორე მხარეს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას.
3. ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარე მიჩნეულია არსებითი ეკონომიკური ინტერესის მქონედ იმ შემთხვევაში, თუ იგი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფება იმპორტირებული საქონლის ხუთ უდიდეს მიმწოდებელს შორის, რაც გამოითვლება აბსოლუტური მოცულობით ან ღირებულები