1.      მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს GATT 1994-ის XIX მუხლის და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („დაცვითი ზომების შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სოფლის მეურნეობის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება სოფლის მეურნეობის შესახებ“)  მე-5 მუხლის შესაბამისად.

2.      წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში.

3.      ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება