თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაშვებულია შეცდომა პრეფერენციული რეჟიმის  სრულფასოვან მართვაში ექსპორტისას, განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების I ოქმის იმ დებულებების გამოყენებაში, რომელიც ეხება პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დაშვებული შეცდომა გავლენას ახდენს იმპორტის გადასახადზე, მსგავსი ვითარების წინაშე მყოფი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მიმართოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რათა გამოკვლეულ იქნას და დაწესდეს ყველა შესაძლო ზომა არსებული ვითარების გამოსასწორებლა