1. 116(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში და 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებში მითითებული შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებში, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან შეცდომის შედეგად, თავდაპირველად შეტყობინებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი ოდენობა გადასახდელ ოდენობაზე ნაკლები იყო იმ პირობით, თუ სრულდება შემდეგი პირობები:
(a) მოვალეს გონივრულ ფარგლებში არ შეეძლო ამ შეცდომის აღმოჩენა; და
(b) მოვალე მოქმედებდა კეთილსინდისიერად.
2. თუ არ სრულდება 117(2)-ე მუხლით განსაზღვრული პირობები, ანაზღაურების ან გადახდისგან გათავისუფლების უფლება უნდა გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის ვერ გამოყენება გამოწვეული იყო საბაჟო ორგანოების მიერ დაშვებული შეცდომით და საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დეკლარაცია შეიცავდა ყველა ინფორმაციას და მას თან ერთვოდა შემცირებული ან ნულოვანი განაკვეთის გამოყენებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
3. იმ შემთხვევაში, როცა საქონლის პრეფერენციული დამუშავების უფლება გაიცემა იმ ადმინისტრაციული თანამშრომლობის სისტემის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნის ან ტერიტორიის ორგანოებს, ამ ორგანოების მიერ სერტიფიკატის გაცემა, თუკი ის არასწორი აღმოჩნდება, წარმოადგენს შეცდომას, რომელიც გონივრულ ფარგლებში ვერ გამოვლინდებოდა 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობით.
თუმცა, არასწორი სერტიფიკატის გაცემა არ წარმოადგენს შეცდომას იმ შემთხვევაში, თუ ეს სერტიფიკატი ემყარება ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ფაქტების არასწორ გადმოცემას გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ მისმა გამცემმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ მოცემული საქონელი არ აკმაყოფილებდა პრეფერენციული დამუშავების უფლების მინიჭებისთვის აუცილებელ პირობებს.
მოვალე კეთილსინდისიერად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია დაადასტუროს, რომ შესაბამისი სავაჭრო ოპერაციის პერიოდში მან სათანადოდ იზრუნა იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეფერენციული დამუშავებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებულიყო.
მოვალე შეიძლება არ დაეყრდნოს კეთილსინდისიერების შესახებ განცხადებას, თუ კომისიამ „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებობს ეჭვის საფუძველი ბენეფიციარი ქვეყნის ან ორგანოს მიერ პრეფერენციული ზომების სწორ გამოყენებასთან დაკავშირები