1. 116(1)-ე მუხლის მეორე აბზაცში და 117-ე, 118-ე და 119-ე მუხლებში მითითებული შემთხვევების გარდა სხვა შემთხვევებში, იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა ანაზღაურდეს ან მოხდეს მისგან გათავისუფლება კეთილსინდისიერების პრინციპის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება ისეთ განსაკუთრებულ გარემოებებში, რომლებშიც მოვალეს არ მიეწერება მოტყუება ან რაიმე აშკარა დაუდევრობა.
2. 1-ლ პუნქტში მითითებული განსაკუთრებული გარემოებები არსებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როცა საქმის გარემოებებიდან ცხადია, რომ მოვალე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციაში იმავე საქმიანობაში ჩართულ სხვა ოპერატორებთან შედარებით და რომ ამ გარემოებების არარსებობის პირობებში ის არ მიიღებდა ზარალს იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის აკრეფი