1.      ამ თავის მიზანია სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა მხარეებს შორის, IV დანართში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების ჩათვლით, ამავე დროს   ადამიანების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა შემდეგი სახით:

(a)  სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გატარებისას, რომლებიც ჩამოთვლილია IV დანართში.

(b)  ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან დაახლოება.

(c)  მხარეების ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება.

(d)  მხარის მიერ გატარებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV დანართში, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება.

(e)  SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება.

(f)  ვაჭრობის წახალისებისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; და

(g)  კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება მხარეთა შორის ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილ ზომებთან დაკავშირებით.

2.      ამ თავის მიზანია ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრ