1. ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის განმახორციელებელი პირი პასუხისმგებელია შემდეგზე:

(a) დაუზიანებელი საქონლის და საჭირო ინფორმაციის წარმოდგენაზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე დადგენილ ვადაში და საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისად, მათი იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად;

(b) პროცედურასთან დაკავშირებული საბაჟო დებულებების დაცვაზე;

(c) თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარანტიის წარდგენაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იმპორტის და ექსპორტის გადასახადის გადახდა, რომელიც შეესაბამება საბაჟო დავალიანებას ან სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით დადგენილ სხვა გადასახადებს, რომელიც შეიძლება გაწეულ იქნეს საქონელთან მიმართებაში.

2. პროცედურის განმახორციელებელი პირის ვალდებულება დაკმაყოფილდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, როდესაც პროცედურის ფარგლებში მოქცეული საქონელი და საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქონლის გადამზიდველი ან მიმღები, რომელიც მიიღებს საქონელს და ეცოდინება, რომ საქონელი გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელი იქნება საქონლის დაზიანების გარეშე წარმოდგენაზე დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში დადგენილი ვადის ფარგლებში და საბაჟო ორგანოების მიერ მიღებული ზომების შესაბამისად, მათი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადების მიღებისთანავე, საბაჟო ორგანოებს უფლება აქვთ დაუშვან ნებისმიერი ქვემოთ მოცემული გამარტივება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან ან ამ პროცედურის დასრულებასთან დაკავშირებით:

(a) ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს ავტორიზაციის მქონე პირს მოაქციოს საქონელი ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საბაჟოზე მათი წარდგენის გარეშე;

(b) ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს ავტორიზაციის მქონე პირს მიიღოს საქონელი, რომელიც გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურის ფარგლებში კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილზე, დაასრულოს პროცედურა 233(2)-ე მუხლის შესაბამისად;

(c) სპეციალური სახეობის ბეჭდების გამოყენება, თუ ბეჭედი საჭიროა ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირების უზრუნველსაყოფად;

(d) საბაჟო დეკლარაციის გამოყენება შემცირებული მონაცემების მოთხოვნებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის;

(e) ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენება, როგორიცაა საბაჟო დეკლარაცია ევროკავშირის ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის, თუ ის შეიცავს ასეთი დეკლარაციის მონაცემებს და აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია საბაჟო ორგანოებისთვის გასვლის და დანიშნულების ადგილზე, რათა შესაძლებელი იყოს საქონლის საბაჟო ზედამხედველობა და პროცედურის შესრულებ