1. დამცავ ზონებში, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ენიჭება აგრეთვე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, აგრეთვე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს.
2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების დროს, ასევე სამშენებლო და გეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოები ვალდებული არიან გაითვალისწინონ შეუსაბამო შენობა-ნაგებობების აღებისა და კორექტირების პერსპექტივა.
საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3217
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. დამცავ ზონებში შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების პირობა 1. დამცავ ზონებში, გარდა „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთგეგმშარენებლობის ს, აფრქიტექტუძვრულები და სამშესახნებ“ლო საქმიართველნობის კანონდექსით განსაზღთვრალისწინებული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ასევე ენიჭება აგრეთვე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, ასგრეთვე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს. 2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების დროს, ასევე სამშენებლო და გეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოები ვალდებული არიან გაითვალისწინონ შეუსაბამო შენობა-ნაგებობების აღებისა და კორექტირების პერსპექტივა.