1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები.
2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა.
3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის:
ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა.
4. თუ დადგინდება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში ზოგიერთი სახის საქმიანობა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ან საფეხმავლო მიმოსვლა დაზიანების ან განადგურების საფრთხეს შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტებს ან კულტურულ ფენებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ზონის ფარგლებში შეზღუდოს ან აკრძალოს ამგვარი საქმიანობა. ამ შემთხვევაში ზონის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ნიშანი, რომლებზედაც მიეთითება ზონის ფარგლებში საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3001 – ვებგვერდი, 12.01.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.12.2014 კანონი №3001
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. არქეოლოგიური დაცვის ზონა და რეჟიმის დადგენა 1. არქეოლოგიური დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილი, დაფიქსირებული ან დაზვერილია კულტურული ფენები ან/და არქეოლოგიური ობიექტები. 2. არქეოლოგიური დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში არსებული არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფენების, გამოვლენილი ან დაზვერილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფა. 3. არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას, მათ შორის: ა) მიწის სამუშაოები, გარდა სასოფლო-სამეურნეო და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული მიწის სამუშაოებისა; ბ) ნებისმიერი სახის სქამშრთვენებლო, ს კაყნოფაცხოვრნმდებლო, სბით გამრეწთველო დალისამწინებურლი ნეო ნარჩენების, ასგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრა. 4. თუ დადგინდება, რომ არქეოლოგიური დაცვის ზონაში ზოგიერთი სახის საქმიანობა, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა, გარკვეული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ან საფეხმავლო მიმოსვლა დაზიანების ან განადგურების საფრთხეს შეუქმნის არქეოლოგიურ ობიექტებს ან კულტურულ ფენებს, სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ზონის ფარგლებში შეზღუდოს ან აკრძალოს ამგვარი საქმიანობა. ამ შემთხვევაში ზონის ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი ნიშანი, რომლებზედაც მიეთითება ზონის ფარგლებში საქმიანობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ.