1. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს ჩაითვალოს თუ არა სადგომი საკონტაქტო სადგომად.
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებულ იქნეს საკონტაქტო სადგომებში სანამ არ გამოირიცხება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
2. ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გამოიყენოს მე-11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საკონტაქტო სადგომებში, კერძოდ კი თუ საკონტაქტო სადგომი მდებარეობს შინაური ფრინველის მაღალი სიმჭიდროვის მქონე ტერიტორიაზე.
საკონტაქტო სადგომებში მე-11 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმები, განისაზღვრება IV დანართით.
3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვისას ნიმუშების აღება, მათ საკონტაქტო სადგომებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.
4. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ სადგომში, სადაც ხდება შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა და განადგურება, და სადაც მოგვიანებით დასტურდება ფრინველის გრიპი, სავარაუდოდ დასნებოვნებული შენობები და ნებისმიერი მოწყობილობა-დანადგარი და სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც გამოიყენება შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, ხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის, საგებლის და სხვა შესაძლო დასნებოვნებული მასალის ან ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, დამუშავდეს 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით.
ქვეთავი 2
დამცავი, საკონტროლო და დამატებით შეზღუდული ზონე