1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეტალური წესები გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მე-11(2), მე-13 და მე-14 მუხლების თანახმად, მათ შორის შესაბამისი ალტერნატიული ღონისძიებები და პირობები. აღნიშნული გამონაკლისები უნდა უფუძნებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებულ რისკების შეფასებას.
2. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლების შესაბამისად გამონაკლისების დაშვების შესახებ.
3. მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლის თანახმად, გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს სიტუაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან ერთად და „კვებითი“ ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედ კომიტეტში" (შემდგომში „კომიტეტი“) შეძლებისდაგვარად სწრაფად.
4. მე-13(1) მუხლისა და მე-14 მუხლის თანახმად, დაშვებული გამონაკლისის გათვალისწინებით, შეიძლება დამტკიცდეს ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა