1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველის მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც შინაური ფრინველები და სხვა მოშინაურებული ფრინველი განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნებისათვის, იმ პირობით თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ უქმნის დაავადების კონტროლს.
2. პირველი აბზაცის თანახმად გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ის შინაური ფრინველი და სხვა მოშინაურებული ფრინველები, რომელთაც ეხებათ გამონაკლისი:
(a) განთავსდნენ და იმყოფებოდნენ მათი სადგომის შენობის შიგნით. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ საფრთხე ემუქრება მათ კეთილდღეობას, ისინი გადაყვანილ უნდა იქნან სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში. მიღებულ უნდა იქნეს ყველა გონივრული ზომა გარეულ ფრინველებთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
(b) ექვემდებარებოდნენ შემდგომ ზედამხედველობას და ტესტების ჩატარებას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მათი გადაადგილება არ უნდა მოხდეს იქამდე, სანამ ლაბორატორიული ტესტებით არ დადასტურდება, რომ ისინი აღარ ქმნიან მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების საფრთხეს; და
(c) (c) არ გადაადგილდნენ მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან, დაკვლის ან სხვა სადგომში გადაყვანის გარდა, რომელიც:
(i) მდებარეობს იმავე წევრ სახელმწიფოში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად; ან
(ii) მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე.
3. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-11(5) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან კვერცხებთან დაკავშირებით, რომელიც იგზავნება პირდაპირ საწარმოში კვერცხის პროდუქტების საწარმოებლად, რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, სადაც მათი განკარგვა და დამუშავება უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი ნებართვა ექვემდებარება წინამდებარე დირექტივის III დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისა