1. სალმონელასთან და იმ სეროტიპებთან მიმართებაში რომლებიც არ არის გათვალისწინებული II დანართის III(A) თავით, ფინეთისა და შვედეთისთვის განკუთვნილი საკლავი შინაური ფრინველის ტვირთი ექვემდებარება მიკრობიოლოგიურ ტესტს წარმოშობის საწარმოში ნიმუშის აღებით საბჭოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების 95/410/EC თანახმად, „რომელიც ადგენს მიკრობიოლოგიური ტესტისთვის ფინეთისა და შვედეთისთვის განკუთვნილი საკლავი შინაური ფრინველის წარმოშობის საწარმოში ნიმუშის აღების წესებს.“. 10
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ტესტების დიაპაზონი და მისაღები მეთოდები განისაზღვრება „ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს“ დასკვნისა და საწარმოო პროგრამის გათვალისწინებით, რომელიც კომისიას უნდა წარუდგინოს ფინეთმა და შვედეთმა.
3. პირველი აბზაცით გათვალისწინებული ტესტი არ უნდა ჩატარდეს იმ სადგომებიდან აღებულ საკლავ შინაურ ფრინველზე, რომელზეც ვრცელდება მე-2 აბზაცით გათვალისწინებული პროგრამის ექვივალენტური პროგრამა 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად.