1. „მშრალ“ მდგომარეობაში წარმოდგენილი ნაცხი სრულად უნდა იქნეს მოთავსებული ანტიბიოტიკურ არეში. შესაძლებელია ნიმუშების გაერთიანება ხუთ პარტიად იმ პირობით, რომ ნიმუშები აღებულია ერთი და იგივე სახეობიდან, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ეპიდემიოლოგიურ ერთეულში.

2. ფრინველის გრიპისა დიადნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიისათვის მიწოდებული ლეში უნდა დათვლიერდეს და აღებული იქნეს შემდეგი ორგანოების ნიმუშები: ფეკალიები ან ნაწლავების შიგთავსი, ტვინის ქსოვილი, ტრაქეა, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა და სხვა თვალსაჩინოდ დაზიანებული ორგანოები. შესაძლებელია ორგანოებისა და ქსოვილების გაერთიანება, თუმცა აუცილებელია ფეკალური მასალის ცალკე დამუშავება.

3. უნდა განხორციელდეს ფეკალიების ნიმუშებისა და ორგანოების ჰომოგენიზაცია (ბლენდერში ან ფილთაქვისა და სტერილური ქვიშის გამოყენებით) ანტიბიოტიკურ არეში და 10–დან 20–მდე% w/v სუსპენზიის შექმნა.

4. იმერსიული ნაცხი და სუსპენზია დაახოლებით ორი საათის განმავლობაში მოთავსებული უნდა იქნეს ოთახის ტემპერატურაზე (ან 4oC ტემპერატურაზე, გაცილებით მეტი დროის განმავლობაში) და შემდგომ უნდა განხორციელდეს გასუფთავება ცენტრიფუგირების გზით (მაგალითად: 800–დან 1 000 ბრ – მდე 10 წუთის განმავლობაში