1. „ღორის აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ – გეგმა) მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის (ცხელება) (შემდგომ – აფრიკული ჭირი) წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში.
2. წარმოდგენილი გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე და შემდეგ აღმოფხვრაზე. გეგმაში ასახული ღონისძიებები მიზნად ისახავს აფრიკული ჭირის (ცხელება) დაავადების აფეთქებისას გასატარებელ კონტროლის ზომებს და სხვა დამატებით ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აფრიკული ჭირის გამომწვევი ვირუსების გავრცელება შინაურ და გარეულ ღორებში.
3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი დაცვის ზომებზე, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით.
4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.
5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხე