1. ჭირის ვირუსის შეტანისაგან ფერმის დაცვის მიზნით, მფლობელი ვალდებულია:
ა) ფერმა დააკომპლექტოს ჭირზე კეთილსაიმედო ფერმიდან შეყვანილი ჯანმრთელი ღორებით;
ბ) ახლად შეყვანილი ღორები შეინახოს იზოლირებულად 30 დღის განმავლობაში. მხოლოდ ჭირის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში, დაუშვას ისინი საერთო კოლტში ან გადაიყვანოს სხვა სადგომში ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ) არ დაუშვას:
გ.ა) ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ფერმასთან სამეურნეო კავშირი;
გ.ბ) კავშირი ისეთ ფერმასთან, რომელიც იყენებს ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;
გ.გ) სხვა ღორების დაგრილება ფერმის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი კერატებით (მწარმოებლებით);
გ.დ) ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ტერიტორიის და ფერმის მომსახურებასთან. ცალკეულ შემთხვევაში, ტერიტორიაზე შესვლა დასაშვებია მფლობელის ნებართვით, ვეტერინარი ექიმის თანხმობით;
გ.ე) ტერიტორიაზე და ფერმაში შემსვლელი პირი, სანიტარიულ გამშვებში შხაპის მიღების, სპეციალური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით შემოსვის გარეშე;
გ.ვ) ღორების გადაჯგუფება სხვა სადგომში ან მის ფარგლებს გარეთ, ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე;
დ) დაიცვას ვეტერინარული და ზოოჰიგიენური მოთხოვნები.
2. ფერმები უნდა იმყოფებოდეს დახურული ტიპის საწარმოო რეჟიმზე. მოსახლეობაში ღორების ეზოებრივი შენახვისას, მათი გამოზრდა უნდა ხდებოდეს იზოლირებულად, სპეციალურად აგებულ სადგომებში, ვეტერინარული წესების დაცვით.
3. საკვები სამზარეულოები განლაგებული უნდა იქნეს ფერმიდან მოშორებით და საკვების მიღების, შენახვის, მომზადების ტექნოლოგიური პროცესები ტარდებოდეს იზოლირებულად, ამ საქმიანობისათვის სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მეშვეობით.
4. საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად, ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო, ამ წესის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად:
ა) ეპიზოოტიური კერიდან ჭირის აღმძვრელის შეტანის უშუალო საშიშროების დროს;
ბ) ფერმაში, რომელიც კომპლექტდება ნაკრები სულადობით, ასევე რომლებიც იყენებენ ღორების საკვებად სასაკლაოს და სურსათის ნარჩენებს;
გ) ფერმაში, რომელიც მდებარეობს ხორცის გადამამუშავებელ საწარმოსთან ახლოს, ასევე ჭირის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვეყნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს;
დ) ფერმაში, რომელიც განლაგებულია ზონაში, სადაც არის, ან უკანასკნელი სამი წლის მანძილზე აღინიშნებოდა გარეული ღორების ჭირით დაავადების შემთხვევები.
5. ჭირზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ სააგენტოს და, უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მოსვლამდე, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
ა) გამოაცალკევოს ავადმყოფი და დაავადებაზე საეჭვო ღორები და მიამაგროს მათ მოსავლელად სპეცტანსაცმლითა და ცალკე ინვენტარით აღჭურვილი მომვლელი პერსონალი;
ბ) არ დაუშვას ტერიტორიაზე და ფერმაში უცხო პირთა შესვლა, ასევე კავშირი ფერმებს შორის;
გ) აკრძალოს ღორების შეყვანა და გაყვანა, საკვების, მოწყობილობების და ინვენტარის, ღორების დაკვლისას მიღებული ხორცის და სხვა პროდუქტების, ასევე ნედლეულის გატანა, ღორების სულადობის გადაჯგუფება ტერიტორიის შიგნით;
დ) არ დაუშვას ტრანსპორტის გამოსვლა ტერიტორიიდან სადეზინფექციო დამუშავების გარეშე, ასევე ნაკელისა და ქვეშსაფენის გატანა ტერიტორიის გარეთ;
ე) ჭირზე ეჭვის მიტანის ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის გამოცხადება ადგილზე, რომელიც ვეტერინარ ექიმთან ერთად ღებულობს ზომებს დიაგნოზის დასადგენად და დაავადების გავრცელების ასაცილებლად.
6. ჭირის საეჭვო ნიშნების არსებობისას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მთლიან სულადობაზე წესდება დაკვირვება. სააგენტომ, ვეტერინარ ექიმთან და მფლობელთან ერთად, უნდა უზრუნველყოს:
ა) სხვადასხვა კატეგორიის ყველა ღორის კლინიკური დათვალიერება და დათვლა, მკვდარი და თითოეული კატეგორიის მიხედვით, სავარაუდოდ ინფიცირებული ღორების ჩამონათვალის შედგენა, რომელიც უნდა ახლდებოდეს თაობების დაბადების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, მთელი საეჭვო პერიოდის განმავლობაში (საბოლოო დიაგნოზის დადგომამდე);
ბ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვისა და ანალიზის ჩატარება, კონტაგიოზურობის ხარისხის დადგენა ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
გ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) სიტუაციის დაზუსტება ირგვლივ მყოფ პოპულაციაში;
დ) მკვდარი ღორების ლეშების განადგურება ან უტილიზაცია, საეჭვო ფერმის ტერიტორიაზე;
ე) ფერმაში და მის ტერიტორიაზე ცოცხალი ღორების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ცხოველთა სხვა სახეობების შეყვანისა და გაყვანის აკრძალვა. სააგენტომ უნდა გააგრძელოს აკრძალვები და მოითხოვოს შესაბამისი ზომების გამოყენება მღრღნელების და მწერების გასანადგურებლად.
7. დაუშვებელია დაკლული ცხოველის ტანხორცის, სავარაუდოდ ჭირით ინფიცირებული ღორის ხორცის, მისი პროდუქტების, სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონის, ცხოველის საკვების, ჭურჭლის, მასალების ან ნარჩენების გატანა სააგენტოს ნებართვის გარეშე.
8. უცხო პირების ან სატრანსპორტო საშუალებების ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის ტერიტორიიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე. სატრანსპორტო საშუალებას შესვლა-გასვლის დროს უკეთდება დეზინფექცია.
9. ფერმის ტერიტორიაზე და ფერმის შესასვლელ - გასასვლელებში ეწყობა დეზობარიერი და დეზოხალიჩები. ფერმაში შემსვლელმა და გამომსვლელმა პირებმა უნდა შეასრულონ შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომლებიც საჭიროა ჭირის ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.
10. ჭირის დიაგნოზს ადგენენ ეპიზოოტოლოგიური, კლინიკური და პათანატომიური მონაცემების საფუძველზე. საბოლოო დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიის მიერ. დიფერენციალური დიაგნოზისთვის უნდა გამოირიცხოს ღორის აფრიკული ცხელება, ვირუსული გასტროენტერიტი, დიზენტერია, სალმონელოზი, პასტერელოზი, წითელი ქარი და ჭირის ნიშნების მქონე სხვა დაავადებებ