1. ღორის კლასიკური ჭირი (Pestis suum) – (შემდგომში - ჭირი), ღორის ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლძარღვებისა და სისხლმბადი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დაზიანება, მსხვილი ნაწლავების კრუპოზულ-დიფთერიული ანთება.

2. ჭირთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო