1. ცოფი განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლის გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. დაავადება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას და ცხოველის სიკვდილს.
2. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი და ადამიანი, იშვიათად ფრინველი.
3. ინფექციის გავრცელების ძირითადი წყაროა ცოფით დაავადებული ძაღლი, კატა, მელა, მგელი, ტურა და ყველა სხვა სახეობის ხორცისმჭამელი ცხოველი.
4. ცოფთან დაკავშირებულ ეპიზოოტიური (ეპიდემიოლოგიური) კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო