1. ჭირის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) ვეტერინარული კარანტინის დროს ცხოველთა საკარანტინო დაავადებების აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, კარანტინის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.
2. ჭირზე კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;
ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.
3.არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე კარანტინის პირობებით იკრძალება:
ა) ფერმიდან ღორების გაყვანა და ფერმაში შეყვანა, ასევე უმი ხორცის, ორგანოებისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქტების გატანა;
ბ) ვეტერინარი ექიმის ნებართვის გარეშე ღორების გადაჯგუფება და დაკვლა;
გ) ყველა სახის ტრანსპორტის გასვლა, ასევე მომსახურე პერსონალის გასვლა ზედა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის სანიტარიული დამუშავების გარეშე;
დ) კარანტინს დაქვემდებარებული, დამცავი და საკონტროლო ზონებიდან ცოცხალი ღორის, ღორის ხორცის და მისი უმი პროდუქტების ბაზრებსა და ბაზრობებზე გაყიდვა;
ე) მოსახლეობისა და სხვა უცხო პირების, ტრანსპორტის შესვლა, თუ ის დაკავშირებული არ არის არაკეთილსაიმედო პუნქტის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტების მომსახურებასთან;
ვ) მეცხოველეობაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვების დამზადება და გატანა.
4. სააგენტომ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ზომების გარდა უნდა გამოიყენოს სხვა ზომები, მათ შორის,:
ა) ჭირის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფერმაში არსებული ყველა ღორის დაუყოვნებლივ დაკვლა სააგენტოს ზედამხედველობით;
ბ) ღორების დაკვლის შემდეგ აღებული სათანადო რაოდენობის ნიმუშების გამოკვლევისათვის გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ჭირის შეტყობინებამდე ფერმაში ჭირის შეტანის გზები და მისი შესაძლო არსებობის დროის ხანგრძლივობა;
გ) მკვდარი ან დაკლული ღორის გამოშიგნული სხეულის დამუშავება სააგენტოს ზედამხედველობით;
დ) ფერმაში ჭირის სავარაუდო შეტანის და სათანადო ზომების გატარების პერიოდებს შორის შეგროვებული ღორის სპერმის, კვერცხუჯრედის და ემბრიონების აღრიცხვა და განადგურება სააგენტოს ზედამხედველობით;
ე) სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნარჩენის, მათ შორის, ფურაჟის განადგურება, ასევე, ყველა ერთჯერადი მასალის განადგურება, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს დაკვლის დროს. აღნიშნული განადგურებული უნდა იქნეს სააგენტოს ზედამხედველობით;
ვ) ღორების მოცილების შემდეგ, ღორების განთავსებისათვის გამოყენებული სადგომები, გატყავებული და გამოშიგნული სხეულის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული საშუალებები და მოწყობილობა, ექსკრემენტები და სუსპენზიები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდეს, უნდა გაიწმინდოს, მოხდეს მათი დეზინფექცია ან დამუშავება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
ზ) ჭირის პირველადი ეპიზოოტიის შემთხვევაში, ჭირის ვირუსის გამოყოფა და გენეტიკური ტიპის დადგენა ლაბორატორიული გამოკვლევის გზით;
თ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის განხორციელება ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ი) ფერმის შემდგომი დაკომპლექტებისას, ღორების ვაქცინაციის საკითხის გადაწყვეტა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად.
5. რეპროდუქტიულ ფერმაში, სადაც არაკეთილსაიმედო სულადობის დაკვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, სააგენტო აწარმოებს ღორების ყოველდღიურ კლინიკურ დათვალიერებას და თერმომეტრიას. კლავენ ყველა ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ღორს, ასევე ზრდა - განვითარებაში ჩამორჩენილ და სუსტ, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე სულადობას. ნორმალური ტემპერატურის მქონე ყველა დანარჩენ სულადობას, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცრიან ჭირის საწინააღმდეგოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ვაქცინის დარიგების მოთხოვნათა შესაბამისად - შემჭიდროვებულ ვადაში. ვაქცინაციის შემდეგ ახდენენ აცრილ ღორებზე კლინიკურ დათვალიერებას და მაღალი ტემპერატურის, ძლიერი დათრგუნვისა და უმადობის გამოვლენისას, სულადობა იკვლება.
6. ზოოპარკებში, ნაკრძალებში, ლაბორატორიებში, სადაც ღორების შენახვა ხდება მეცნიერული მიზნებისთვის ან სახეობების ან იშვიათი ჯიშების დაცვის მიზნებისთვის, ჭირის ეპიზოოტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს გადაუდებელი ვაქცინაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეპიზოოტიურ კერებში ჭირის შეჭრა-შეტანის გზებისა და დროის დადგენა.
8. ჭირის შეჭრა-შეტანის და ოფიციალური ზომების მიღების პროცედურებს შორის შეგროვებული სპერმა, კვერცხუჯრედი და ემბრიონი უნდა აღირიცხოს და განადგურდეს სააგენტოს კონტროლის ქვეშ.
9. სავარაუდოდ ინფიცირებული ყველა ნივთი, ინვენტარი და ნარჩენი უნდა დამუშავდეს. ყველა ერთჯერადი მასალა, რომელიც შეიძლება დაიფინცირდეს (მათ შორის,, დაკვლის პროდუქტებისთვის გამოყენებული) უნდა განადგურდეს. აღნიშნული ზომები უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის მითითებების შესაბამისად.
10. სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაავადებული და დაავადებაზე საეჭვო ღორები იკვლება სანიტარიულ სასაკლაოზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სასაკლაოზე ცალკე ცვლაში. ხორცისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება-გამოყენების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. სასაკლაოზე ღორების დასაკლავად შეყვანა და დაკვლის პროდუქტების შეტანა ხდება სითხეგაუმტარი ძარიანი ავტოტრანსპორტით. იკრძალება გზაზე გაჩერება და ღორების დაკვლა. გადაზიდვის ყოველ შემთხვევაზე გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი. სასაკლაოდან გამოსვლისას ავტომანქანები გულმოდგინედ იწმინდება (ირეცხება) და უტარდება დეზინფექცია, ჭირის გასანეიტრალებლად დატვირთვა - გადმოტვირთვაზე მომუშავე პირთა სპეცტანსაცმელი დეზინფიცირდება.
12. სასაკლაოზე ჭირით დაავადებული და სავარაუდოდ დაინფიცირებული ღორების გადაყვანისა და ტანხორცის გადატანისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება ღორების მფლობელსა და სასაკლაოს მფლობელ ბიზნესოპერატორს.
13. ჭირით დაავადებული, დაავადებაზე და გაუვნებლებაზე საეჭვო ღორების, ასევე ჭირის საწინააღმდეგოდ აცრილ და დაკვლის წინ მაღალი ტემპერატურის მქონე ღორის პროდუქტების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. ჭირით მკვდარი ცხოველების ლეშებს სპობენ დაწვით და ღრმად ჩამარხვით, ხოლო უტილიზაციის დანადგარის არსებობის შემთხვევაში კი უტარებენ უტილიზაცია