1. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს დაინფიცირებულ სადგომში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) ვირუსის მოხვედრის გზის და მისი შეტანის შემდეგ გასული პერიოდის დადგენა, აფეთქების დადასტურების შემდეგ, წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადგომში მოკლული ღორებიდან შემთხვევითი შერჩევით აღებული უნდა იქნეს სისხლის ნიმუშები სეროლოგიური გამოკვლევებისათვის.
2. გამოსაკვლევი ღორების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში 10%-იანი სეროპრევალენტობის გამოვლენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით. თუმცა წესის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებზე გამონაკლისის დაშვებით, ნიმუშების აღება უნდა მოხდეს სადგომის იმ ქვეგანყოფილებებიდან, სადაც ღორები მოკლეს. სააგენტოს მითითებებით არ უნდა შეიზღუდოს სადგომში დარჩენილი ღორებიდან დამატებითი გამოკვლევების ჩატარება და ნიმუშების აღება.
3. სააგენტოს მითითების საფუძველზე ასევე შესაძლოა აღებულ იქნეს ნიმუშები ვირუსოლოგიური გამოკვლევისათვის. სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს გამოსაყენებელი ლაბორატორიული ტესტების მგრძნობელობა, რომელთა ჩატარებაც შესაძლებელია და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
4. იმ ადგილებში, სადაც მანამდე გამოვლენილ იქნა ღორის აფრიკული ჭირით (ცხელებით) დაინფიცირებული გადამტანების არსებობა, ვირუსოლოგიური გამოკვლევებისთვის უნდა მოხდეს რბილკუტიკულიანი ტკიპების შეგროვება, წესის მე-17 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და სააგენტოს მითითებების თანახმად.
5. მეორადი აფეთქების შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა არ გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები და დაადგინოს ნიმუშების აღების სპეციალური პროცედურები, წყაროსთან დაკავშირებით უკვე ხელმისწვდომი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის, სადგომში ვირუსის შემოტანის საშუალებებისა და სადგომიდან დაავადების პოტენციური გავრცელების გათვალისწინები