1. ღორის აფრიკულ ჭირს (ცხელებას) იწვევს გარსიანი დნმ ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება Asfarviridae-ს ოჯახის Asfivirus-ის გვარს. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის შტამები განსხვავდება ვირულენტობით, თუმცა შეუძლებელია განსხვავებული სეროტიპების იდენტიფიცირება.
2. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსი სტაბილურია დაინფიცირებული ღორის გამონაყოფში, ღორის ტანხორცში, ღორის ახალ ხორცში და მის ზოგიერთ პროდუქტში. გარემოში მისი ინაქტივაციისათვის გამოყენებული უნდა იქნეს სათანადო სადეზინფექციო საშუალებები.
3. ინფექციის ბუნებრივად გადაცემა ძირითადად ხდება ცხვირ-ხახის საშუალებით, დაინფიცირებულ ღორებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით ან ვირუსით დაბინძურებული საკვების მოხმარებისას. თუმცა, იმ ადგილებში, სადაც არსებობს ინფექციის გადამტანები, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ვირუსის შენარჩუნება-გავრცელებაში. ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება) ასევე შესაძლოა გავრცელდეს დასნებოვნებულ მასალასთან არაპირდაპირი კონტაქტით და მწერების ნაკბენით, რომლითაც ვრცელდება ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსი. დაავადება ასევე შესაძლოა გავრცელდეს დაინფიცირებული ტახის სპერმის საშუალებითაც.
4. ცალკეულ ცხოველში ინკუბაციის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5-დან 15 დღემდე, მაგრამ საველე პირობებში კლინიკური სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს სადგომში მხოლოდ ვირუსის შეტანიდან რამდენიმე კვირის ან ვირუსის სუსტი შტამის შემთხვევაში უფრო მეტი ხნის შემდეგ.
5. არსებობს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმები, რომელთა შორის განსხვავება ძირითადად დამოკიდებულია ვირუსის ვირულენტობაზე.
6. ინფექციისაგან კლინიკურად გამოჯანმრთელებულ ღორის სისხლში ვირუსი რჩება 40-60 დღე და ხდება ვირუსმტარებელი. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსი გამოყოფილია ვირუსმტარებელი ღორიდან ინფექციიდან ექვსი თვის შემდეგა